სასწავლო პროექტი


 ჯუმათის მონასტერი

პროექტის მთავარი იდეა: რა ვიცით ჯუმათის მონასტრის შესახებ?

პროექტის აქტუალობა: პროექტის საშუალებით მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების უნარი, ჩამოაყალიბებსმათ აქტიურ მკითხველად, იზრდება მათი მოტივაცია, რომ ბევრი რამ გაიგონ და მოიძიონ ამ თემის ირგვლივ.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიეჩვევიან ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის მოძიების საშუალებით, მათი ინტერესის სფერო გაიზრდება, ჯგუფური მუშაობის დროს ისწავლიანთანამშრომლობასა და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარ–ჩვევები და პასუხისმგებლობის გრძნობა.

მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.

ვადები და ხანგრძლივობა: 7 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: შეიქმნება პროექტის ფორმატი, არსებულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლეთა წინასწარ ცოდნასაც ითვალისწინებს და თითოელი ჯგუფი წარმოადგენს მის მიერ მოპოვებულ მასალას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გამოიყენებენ საეკლესიო ლიტერატურას, ჯუმათის მონასტრის შესახებ. ვიდეო მასალაებს, ისარგებლებენ ინტერნეტით.

პროექტის მსვლელობა: თემის შერჩევა და შეკითხვების ჩამოყალიბება:
1. სად მდებარეობს ჯუმათის მონასტერი?
2. რა ვიცით მის შესახებ?
3. როგორია მისი არქიტექტურული ნაგებობა?
4. რომელი ცნობილი სიძველეებითაა იგი ცნობილი?
დაიგეგმება ექსკურსია ჯუმათის მონასტერში. შემდეგ შეიქმნება ჯგუფები რომლებსაც დაევალებათ შემდეგი დავალება:
         I ჯგუფის დავალება: მოიძიონ ინფორმაცია ჯუმათის მონასტრის შესახებ.
         II ჯგუფი: ტაძრის არქიტექტურულ სტილზე მასალის მოძიება.
          III ჯგუფი: მემკვიდრეობა ანუ რა სიძველეებითაა ეს ტაძარი ცნობილი.
           IV ჯგუფი: მოიძიებენ ფოტო–მასალებს.

 პროექტის შეჯამება მოხდება ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით: (იხ. ქვემოთ)

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი:  ე. სულაბერიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekasulaberidze@gmail.com